ქართული კულტურის ცენტრის მისია

ქართული კულტურის ცენტრი შექმნილია ექსკლუზიურად საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის.

ქართული კულტურის ცენტრის მისიაა დაეხმაროს ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შესწავლა-შენარჩუნებაში და გააცნოს ამერიკელ საზოგადოებას ქართული ენა, კულტურა, ტრადიციები.

ქართული კულტურის ცენტრის შესახებ

ემიგრაციის პირველი ტალღა საქართველოდან ამერიკისკენ 1990-იან  წლებში დაიძრა.  ჩიკაგო არის ერთ-ერთი ქალაქი, სადაც თავის დამკვიდრებას ცდილობენ ქართველი ემიგრანტები.  დღესდღეობით ჩიკაგოსა და მის მიდამოებში 250-მდე ოჯახი ცხოვრობს. ახალი თაობის დაბადება-ზრდამ და  ემიგრანტების მატებამ შესაბამისად წარმოშვა სურვილი, გვქონოდა ადგილი, სადაც შეგვეძლებოდა თავშეყრა და ურთიერთობა.

პირველი მცდელობა 1994 წლის 25 ნოემბრის შეხვედრა “ვისაც საქართველო ენატრება”  საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო ცრემლიანი და ტკივილით სავსე იყო.

მეორე მცდელობა იყო 2011 წლის  22 ოქტომბერს ჩატარებული  საღამო „ქართული შეხვედრები“  ჩიკაგოელი ემიგრანტების ურთიერთობის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, პოეზიის, ხელოვნების, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის საღამო. ეს იდეა შემდგომში დაედო საფუძვლად „ქართული კულტურის ცენტრის“  ჩამოყალიბებას  და დღესდღეობით ამ ცენტრის ორგანიზებით ეწყობა ემიგრანტული შეხვედრები, ფუნქციონირებს ქართული ენის სკოლა, იგეგმება და ხორციელდება კულტურული ღონისძიებები, ხდება ქართული წიგნების და ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაციბი, ქართული სკოლის მოსწავლეების მონაწილეოoბით იდგმება პიესები.

All Rights Reserved 2017