კულტურის კლასებში მსურველებს, დიდებს და პატარებს, შეუძლიათ შეისწავლონ ქართული ხელოვნება და ხალხური რეწვის ტრადიციები.

ქართული კულტურის ცენტრის

ქართული ვიზუალური ხელოვნების სასწავლო პროგრამა

(ქართულ და არა ქართულენოვან 6-დან 16 წლამედე ასაკის მოსწავლეებისთვის)

ქართული ვიზუალური ხელოვნების სასწავლო პროგრამის ყოველი სესია მიეძღვნება ან ხელოვნების ერთ სახეობას ან ერთ ქართველ ხელოვანს. სესიის ბოლოს მოსწავლეს ექნება ათვისებული ტექნიკა და შესრულებული ერთი ნიმუში. პროგრამა ასევე მოიცავს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის, საქართველოს ფლორა და ფაუნის კომპონენტებს.

 

სერიიდან ქართული ხელოვნების დარგები – ფერწერა

სესიის თემა – ფიროსმანი და მისი შემოქმედება

პირველი სესია 2017 წლის 8 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით

მეორე სესია 2017 წლის 12 ნოემბრიდან17 დეკემბრის ჩათვლით


ქართული კულტურის ცენტრის

ქართული საშემსრულებლო ხელოვნების სასწავლო პროგრამა

(ქართულ და არა ქართულენოვან 6-დან 16 წლამედე ასაკის მოსწავლეებისთვის)

ქართული საშემსრულებლო ხელოვნების სასწავლო პროგრამის ყოველი სესია მიეძღვნება ან ხელოვნების ერთ სახეობას ან ერთ ქართველ ხელოვანს. სესიის ბოლოს მოსწავლეს ექნება ათვისებული ტექნიკა და შეეძლება ერთი ნაწარმოების/ცეკვის/სიმღერის შესრულება. პროგრამა ასევე მოიცავს ქართული ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის კომპონენტებს.

 

სერიიდან ქართული ხელოვნების დარგები – მუსიკა

სესიის თემა – საბავშვო სიმღერები


ქართული კულტურის ცენტრის შექმნა და არსებობა მთლიანად დამოკიდებულია მოხალისეთა თავდადებულ  და უანგარო შრომაზე.

ქართულ კულტურის ცენტრს სჭირდება მოხალისეები ხელოვნების და ხალხური რეწვის კლასების მასწავლებლები და თანაშემწეები

 

მასწავლებლები სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩაატარებენ გაკვეთილებს  

თანაშემწეები დაეხმარებიან მასწავლებლებს.

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

All Rights Reserved 2017