ქართული კულტურის ცენტრი შექმნილია ექსკლუზიურად საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ქართული კულტურის ცენტრის მიზანია დაეხმაროს ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შესწავლა-შენარჩუნებაში და გააცნოს ამერიკელ საზოგადოებას ქართული ენა, კულტურა და ტრადიციები. ამის მისაღწევად მოქმედებს ქართული ენის სკოლა, ხელოვნების და ხალხური რეწვის კლასები და სემინარები.

ქართული ენის სკოლა, ხელოვნების და ხალხური რეწვის კლასები შემდგომში მოიხსენიება, როგორც სკოლა.

2017 წლის ოქტომბრიდან ქართული კულტურის ცენტრი გთავაზობთ განახლებული ქართული ენის სკოლას ახალი საგნებით და პროგრამით. სკოლა დაიწყება 15 ოქტომბერს და გაკვეთილები ჩატარდება ოქტონ კოლეჯში.  სკოლაში ვიწვევთ ყველა მსურველს 3 წლის ასაკიდან. რეგისტრაცია მიმდინარეობს 8 ოქტომბრამდე. 8 ოქტომბერს ჩატარდება ღია გაკვეთილი და მოსწავლეების ჯგუფებში განაწილება.

გაკვეთილები და ღია გაკვეთილი ჩატარდება ოაკტონ კოლეჯის დესპლეინის კამპუსში, Oakton College, Des Plaines Campus, შემდეგ მისამართზე: 1600 Golf Road, Des Plaines, IL, 60016, საკლასო ოთახი ნომერი 1607. მანქანების გასაჩერებლად გამოიყენეთ მოედანი C. შენობაში შესასვლელად გამოიყენეთ კარები ნომერი 37.  

გაეცანით კამპუსის და შენობის რუკას ამ ბმულზე: 

https://www.oakton.edu/about/ourlocations/campus_maps/maps/DesPlaines_PDFs/DesPlaines_Complete.pdf

წლის განმავლობაში სკოლა  ჩატარებს 6 სესიას, თითო სესია მოიცავს 5 გაკვეთილს მითითებულ საგანში. მსურველებს შეუძლიათ ჩაწერონ ბავშვები ერთ ან რამოდენიმე საგანში. ოჯახს ექნება ერთი სახის შეღავათი ყოველ სესიაზე ორი ან მეტი ბავშვის ან რამოდენიმე კლასზე დარეგისტრირებისას.

ერთ საგანში 5 გაკვეთილის ანუ სესიის საფასურია $30, ჯადოსნური ხალიჩის კლასის საფასური $20. ამ თანხაში არ შედის საჭირო მასალის ღირებულება. ყველა სესია არის განსხვავებული და მას ინდივიდუალურად, სხვადასხვა მასალა ესაჭიროება. თანხა იქნება მითითებული ინდივიდუალური სესიის თემატიკის აღწერის ბოლოს.

რეგისტრაცია იწყება სესიის დაწყებიდან ექვსი კვირით ადრე და მთავრდება სესიის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე. რეგისტრაცია არ ითვლება სრულყოფილად სარეგისტრაციო ფორმის და თანხის გარეშე. ერთიც და მეორეც უნდა იყოს სკოლაში არა უგვიანეს სესიის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე.

სკოლა გთავაზობთ შეღავათებს. შეღავათი არის ორი სახის, ერთ ოჯახზე შეიძლება მარტო ერთი სახის შეღავათის გამოყენება. ჯადოსნური ხალიჩის კლასში ან ერთი საგნისთვის ერთი ოჯახიდან რამოდენიმე მოსწავლის რეგისტრაციის შემთხვევაში: პირველი მოსწავლისთვის ფასი 100%-ია, მეორე მოსწავლისთვის 50% და მესამე მოსწავლისთვის უფასო. ერთი მოსწავლის ყველა საგანში რეგისტრაციის შემთხვევაში პირველი საგნის ფასი 100%-ია, მეორე საგნის 50% და მესამე საგანი უფასო. შეღავათები არ ვრცელდება კლასისთვის საჭირო მასალის ფასზე.

მშობლების/მეურვეების საყურადღებოდ:

ფონდების (თანხის) არქონის შემთხვევაში, თუ არ გაქვთ გაკვეთილების საფასურის გადახდის შესაძლებლობა, მიმართეთ ქართული კულტურის ცენტრის პრეზიდენტს ნათელა სანიშვილს 630 346 0813. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

 

2017 წლის 8 ოქტომბერს ჩატარდება

სკოლის საინფორმაციო კრება და მოსწავლეებთან გასაუბრება

პირველი სესია 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით

მეორე  სესია 2017 წლის 19 ნოემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით

 

ქართული კულტურის ცენტრის შექმნა და არსებობა მთლიანად დამოკიდებულია მოხალისეთა თავდადებულ  და უანგარო შრომაზე.

ქართულ კულტურის ცენტრს სჭირდება მოხალისეები:

 

  • ქართული ენის სკოლის მასწავლებლები და თანაშემწეები

მასწავლებლები სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩაატარებენ გაკვეთილებს და თანაშემწეები დაეხმარებიან მასწავლებლებს.

  • ხელოვნების და ხალხური რეწვის კლასების მასწავლებლები და თანაშემწეები

მასწავლებლები სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩაატარებენ გაკვეთილებს და თანაშემწეები დაეხმარებიან მასწავლებლებს.

  • სემინარების ხელმძღვანელი

სემინარების ხელმძღვანელის ვალდებულებაა დაამყაროს კონტაქტები პროფესიონალებთან და დაეხმაროს მათ სემინარის მომზადება-ჩატარებაში ( ერთი სემინარი წელიწადში).

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

All Rights Reserved 2017