2017 წლის ოქტომბრიდან ქართული კულტურის ცენტრი გთავაზობთ განახლებული ქართული ენის სკოლას ახალი საგნებით და პროგრამით. სკოლა დაიწყება 15 ოქტომბერს და გაკვეთილები ჩატარდება ოქტონ კოლეჯში.  სკოლაში ვიწვევთ ყველა მსურველს 3 წლის ასაკიდან. რეგისტრაცია მიმდინარეობს 8 ოქტომბრამდე. 8 ოქტომბერს ჩატარდება ღია გაკვეთილი და მოსწავლეების ჯგუფებში განაწილება.

გაკვეთილები და ღია გაკვეთილი ჩატარდება ოქტონ კოლეჯის დესპლეინის კამპუსში, Oakton College, Des Plaines Campus, შემდეგ მისამართზე: 1600 Golf Road, Des Plaines, IL, 60016, საკლასო ოთახი ნომერი 1607. მანქანების გასაჩერებლად გამოიყენეთ მოედანი C. შენობაში შესასვლელად გამოიყენეთ კარები #37.

წლის განმავლობაში სკოლა  ჩატარებს 6 სესიას, თითო სესია მოიცავს 5 გაკვეთილს მითითებულ საგანში. მსურველებს შეუძლიათ ჩაწერონ ბავშვები ერთ ან რამოდენიმე საგანში. ოჯახს ექნება ერთი სახის შეღავათი ყოველ სესიაზე ორი ან მეტი ბავშვის ან რამოდენიმე კლასზე დარეგისტრირებისას.

ერთ საგანში 5 გაკვეთილის ანუ სესიის საფასურია $30, ჯადოსნური ხალიჩის კლასის საფასური $20. ამ თანხაში არ შედის საჭირო მასალის ღირებულება. ყველა სესია არის განსხვავებული და მას ინდივიდუალურად, სხვადასხვა მასალა ესაჭიროება. თანხა იქნება მითითებული ინდივიდუალური სესიის თემატიკის აღწერის ბოლოს.

რეგისტრაცია იწყება სესიის დაწყებიდან ექვსი კვირით ადრე და მთავრდება სესიის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე. რეგისტრაცია არ ითვლება სრულყოფილად სარეგისტრაციო ფორმის და თანხის გარეშე. ერთიც და მეორეც უნდა იყოს სკოლაში არა უგვიანეს სესიის დაწყებიდან ერთი კვირით ადრე.

სკოლა გთავაზობთ შეღავათებს. შეღავათი არის ორი სახის, ერთ ოჯახზე შეიძლება მარტო ერთი სახის შეღავათის გამოყენება. ჯადოსნური ხალიჩის კლასში ან ერთი საგნისთვის ერთი ოჯახიდან რამოდენიმე მოსწავლის რეგისტრაციის შემთხვევაში: პირველი მოსწავლისთვის ფასი 100%-ია, მეორე მოსწავლისთვის 50% და მესამე მოსწავლისთვის უფასო. ერთი მოსწავლის ყველა საგანში რეგისტრაციის შემთხვევაში პირველი საგნის ფასი 100%-ია, მეორე საგნის 50% და მესამე საგანი უფასო. შეღავათები არ ვრცელდება კლასისთვის საჭირო მასალის ფასზე.

მშობლების/მეურვეების საყურადღებოდ:

ფონდების (თანხის) არქონის შემთხვევაში, თუ არ გაქვთ გაკვეთილების საფასურის გადახდის შესაძლებლობა, მიმართეთ ქართული კულტურის ცენტრის პრეზიდენტს ნათელა სანიშვილს 630 346 0813. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.

 

გაკვეთილების ცხრილი

საგანი

თარიღები

ხანგრძლივობა

ასაკი

ფასი

შენიშვნები

ჯადოსნური ხალიჩა
12:15 - 12:45
I სესია 10/15/17-11/12/17
რეგისტრაცია 08/27-10/08/17
II სესია 11/19/17-12/17/17
რეგისტრაცია 10/01-11/12/17
კვირაობით
45 წუთი6-დან 16-მდე

$20

ქართული ზღაპრები, მოთხრობები, ლექსები და სიმღერები
რელიგია
01:00 - 01:45
I სესია 10/15/17-11/12/17
რეგისტრაცია 08/27-10/08/17
II სესია 11/19/17-12/17/17
რეგისტრაცია 10/01-11/12/17
კვირაობით
45 წუთი6-დან 16-მდეI სესია $30
მასალის ფასი $0
II სესია $30
მასალის ფასი $0
სესია მიეძღვნება ერთ თემას, თუ საჭიროა იქნება 2 სხვადასხვა დონე
ხელოვნება
02:00 - 02:45
I სესია 10/15/17-11/12/17
რეგისტრაცია 08/27-10/08/17
II სესია 11/19/17-12/17/17
რეგისტრაცია 10/01-11/12/17
კვირაობით
45 წუთი6-დან 16-მდეI სესია $30
მასალის ფასი $0
II სესია $30
მასალის ფასი $0
სესია მიეძღვნება ერთ თემას, თუ საჭიროა იქნება 2 სხვადასხვა დონე
ქართული ენა
03:00 - 03:45
I სესია 10/15/17-11/12/17
რეგისტრაცია 08/27-10/08/17
II სესია 11/19/17-12/17/17
რეგისტრაცია 10/01-11/12/17
კვირაობით
45 წუთი6-დან 16-მდეI სესია $30
მასალის ფასი $0
II სესია $30
მასალის ფასი $0
სესიაში იქნება რამოდენიმე სხვადასხვა დონე

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

qartulienisskola@gmail.com

ნათელა სანიშვილი  630 346 0813

ია სისაური 773 859 1300

ნინო ჭელიძე  208 840 0431

ქართულ კულტურის ცენტრს სჭირდება მოხალისეები: ქართული ენის სკოლის მასწავლებლები და თანაშემწეები. ქართული კულტურის ცენტრის შექმნა და არსებობა მთლიანად დამოკიდებულია მოხალისეთა თავდადებულ  და უანგარო შრომაზე.

მასწავლებლები სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩაატარებენ გაკვეთილებს

თანაშემწეები დაეხმარებიან მასწავლებლებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

All Rights Reserved 2017