მიიღეთ მონაწილეობა

ქართული კულტურის ცენტრი შექმნილია ექსკლუზიურად საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობისთვის. ქართული კულტურის ცენტრის მიზანია დაეხმაროს ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შესწავლა-შენარჩუნებაში და

გააცნოს ამერიკელ საზოგადოებას ქართული ენა, კულტურა, ტრადიციები.

ამ მიზნის განსახორციელებლად ქართული კულტურის ცენტრი ეწევა კვლევით, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო საქმიანობას.

ქართული კულტურის ცენტრის შექმნა და არსებობა მთლიანად დამოკიდებულია მოხალისეთა თავდადებულ  და უანგარო შრომაზე.

 

ქართული კულტურის ცენტრი მოხალისეებად იწვევს სხვადასხვა ასაკის, განათლების და ინტერესების მქონე პირებს. მოხალისედ მიიღება ქართული კულტურის ცენტრის საქმიანობით დაინტერესებული პირი რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აქვს ქართული კულტურის ცენტრში მუშაობის მოტივაცია
  • ერკვევა ქართული კულტურის ცენტრის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებში
  • არის პუნქტუალური და პასუხისმგებელი დავალების შესრულებაზე
  • აქვს საშუალო ან უმაღლესი განათლება, ან არის მოსწავლე
  • შეუძლია კომპიუტერთან მუშაობა
  • ფლობს ქართულს ან ინგლისურს, სასურველია ორივეს

 

გაეცანით სხვადასხვა კვლევით, საგანმანათლებო და ადმინისტრაციულ ადგილებზე მოხალისეთა საქმიანობებს და ვალდებულებებს.

 

ღონისძიების ორგანიზატორები და მათი თანაშემწეები

 

ღონისძიების ორგანიზატორები და მათი თანაშემწეები მოძებნიან ღონისძიებისთვის შესაფერის ადგილს/შენობას, გააფორმებენ საჭირო დოკუმენტაციას (ქირაობის ხელშეკრულებას), შეიძენენ ღონისძიებისთვის საჭირო დაზღვევას და ლიცენზიებს, გააკეთებენ ღონისძიების რეკლამას სხვადასხვა საშუალებებით,  შეიძენენ/იქირავებენ საჭირო ტექნიკას, შეადგენენ მენიუს, შეიძენენ საკვებ-სასმელს, ასევე შეასრულებენ სხვა საჭირო სამუშაოს.

 

კალენდარის და რეკლამირების ადმინისტრატორი და მისი თანაშემწე

 

კალენდრის და რეკლამირების ადმინისტრატორი და მისი თანაშემწე მოვალეობაა ქართული კულტურის ცენტრის სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კალენდარის შედგენა/ორგანიზება და ქართული კულტურის ცენტრის და მისი სხვადასხვა ქვედანაყოფების ღონისძიებების რეკლამირება მედიის სხვადასხვა საშუალებებით.

 

ქართული ენის სკოლის მასწავლებლები და თანაშემწეები

 

მასწავლებლები სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩაატარებენ გაკვეთილებს და თანაშემწეები დაეხმარებიან მასწავლებლებს.

 

ხელოვნების და ხალხური რეწვის კლასების მასწავლებლები და თანაშემწეები

 

მასწავლებლები სასწავლო პროგრამის მიხედვით ჩაატარებენ გაკვეთილებს და თანაშემწეები დაეხმარებიან მასწავლებლებს.

 

სემინარების ხელმძღვანელი

 

სემინარების ხელმძღვანელის ვალდებულებაა დაამყაროს კონტაქტები პროფესიონალებთან და დაეხმაროს მათ სემინარის მომზადება-ჩატარებაში.

 

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მისი ასისტენტი და ელექტრონული ბიბლიოთეკის ადმინისტრატორი

 

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოვალეობაა გააგრძელოს წიგნების, სხვა ბეჭდური, ხელნაწერი, აუდიო, ვიდეო და ასევე  ელექტრონული ბმულების ფონდის გამდიდრება. ასევე ევალება შესაბამისი მასალების მომზადება ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განსათავსებლად.

კატალოგის ადმინისტრატორი აწარმოებს ბიბლიოთეკის არსებული ფონდის კატალოგის შექმნას.

ელექტრონული ბიბლიოთეკის ადმინისტრატორი ეძებს მასალების ელექტრონულ ვარიანტებს და ქმნის ამ მონაცემების ბმულების კატალოგს.

 

ვირტუალური მუზეუმის დირექტორი, კურატორები და მკვლევარები

 

ვირტუალური მუზეუმის დირექტორი უხელმძღვანელებს კვლევას, კვლევის შედეგად მოძიებული მასალების გამოყენებით გამოფენების მოწყობას  და შემდეგ ამ მასალების  ვებგვერდზე განთავსებას.

 

კურატორები აწარმოებენ ძიების კორდინაციას და აკეთებენ მკვლევარების მიერ მოძიებული მასალების და ნივთების კატალოგს.

 

მკვლევარების მოვალეობაა მასალების მოძიება, დაკავშირება სხვადასხვა ორგანიზაციებთან, პიროვნებებთან ან მათ შთამომავლებთან.

 

დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით

All Rights Reserved 2017